საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო – საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილება ,,საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ეფექტურად გამოყენების შესახებ’’.

 

N 5   2016 წლის 29 აგვისტო

 

  1. ეთხოვოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო – საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მიმდინარე სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციები  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის:
  • საქართველოში თავისუფალი საზღვაო ზონის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მომზადება და წარდგენა;
  • საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურისათვის კვალიფისციური კადრების მომზადების სისტემის შემუშავება;
  • ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობისა და მათი სოციალური დაცვის მიზნით გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება;
  • ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნის ხელშემწყობი კვლევითი საქმიანობის ერთიანი პროგრამის შექმნა;
  • ქართული საზღვაო დროშის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება;
  • საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების კონცეფციის შემუშავება.

 

  1. ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი (ხელმძღვანელი, აკადემიკოსი  ირაკლი ჟორდანია) დაინტერესებული  უწყებების, სამეცნიერო  – საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომელიც იმუშავებს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ეფექტურად გამოყენების ხელშემწყობი ღონისძიებეის დაგეგმვისა და შესაბამისი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრამის მომზადებაზე.
  1. სამუშაო ჯგუფმა, მიმდინარე წლის ბოლომდე  მოამზადოს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმის  პროექტი საქართველოში საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზების შესახებ.

 

  1. საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე სამეცნიერო დიკუსიების (გულახდილი დიალოგის) გამართვა ცნობილ მეცნიერ – სპეციალისტთა  მონაწილეობით და  მიღებული რეკომენდაციების ფართოდ განსაჯაროება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

  1. ინფორმაცია აღნიშნული საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ განთავსდეს ეკონომიკური საბჭოს ვებ – პორტალზე  www.ecopolitics.ge

 

 

  • ანალიტიკური ხასიათის მასალები გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში ,,ეკონომიკური პოლიტიკა’’.

 

 

  1. ინფორმაცია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ  პერიოდულად იქნას მოსმენილი  ეკონომიკური საბჭოს  სხდომებზე  

 

საბჭოს თავმჯომარე                                                            გიორგი თოფაძე

აღმასრულებელი მდივანი                                                ზურაბ ჯიბლაძე