ანალიზი

საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტების განხილვის შესახებ

 

პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ჩატარდა ეკონომიკის სფეროში პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტების დოკუმენტური ანალიზი. მისი მიზანი იყო ეკონომიკური კანონპროექტების განხილვასა და პარლამენტის კანონშემოქმედებით პროცესში მეცნიერული ცოდნის გათვალისწინების, სამეცნიერო კონსულტურებისა და ექსპერტიზის საკითხის გარკვევა.

 

ანალიზისათვის შერჩეულ იქნა შესაბამისი ღია საპარლამენტო რეგისტრირების დოკუმენტაციაში არსებული 2014-2016 წლებში ეკონომიკური ხასიათის კანონპროექტების განხილვის ამსახველი ინფორმაცია. სამაგიდო (დოკუმენტური) ანალიზის შედეგად შესწავლილ იქნა 2014/07/17 – 2016/04/15 პერიოდში ეკონომიკური მიმართულების 107კანონპროექტის განხილვის პროცესი. კვლევისათვის მთავარი იყო საპარლამენტო განხილვის პროცესში კანონპროექტების კონსულტურების თავისებურებების გარკვევა.

 

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონპროექტების მხოლოდ მცირე ნაწილი გადის კონსულტირებას. ითვლება, რომ აქტუალური თემის მომზადებისას, ინიციატორები და ავტორები არასაკმარისად სწავლობენ და ამზადებენ საკითხს.

 

კონსულტირებას დაქვემდებარებული სამთავრობო ინიცირების კანონპროექტები საერთო რაოდენობის 11,2%-ია; პარლამენტის ცალკეული დეპუტატების მიერ ინიცირებული – 0,9%. დანარდენებს კონსულტირება არ გაუვლიათ (იხ. ცხრილი1, დიაგრამა 1). კონსულტირების თვისებრივმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ სასურველი იქნებოდა სამეცნიერო ექსპერტირების მეტი ჩართვა საკანონმდებლო საპარლამენტო პროცესში. 107 გაანალიზებული კანონპროექტიდან სულ 10 პროექტი იქნა კონსულტირებული, ჯამში 13-ჯერ.

 

კონსულტატი ორგანიზაციები დაექვემდებარა ჯგუფურ კლასიფიკაციას ორი ნიშნით, სტრუქტურული მიკუთვნებისა და საქმიანობის ხასიათის მიხედვით (ცხრილები 2, 3). სტრუქურული დანიშნულების მიხედვით სხვებზე ხშირად კონსულტანის როლში გამოდიოდა ფინანსური/კერძო/დარგობრივი კატეგორია (8); შემდეგი იყო საერთაშორისო ინფრასტუქტურის კატეგორია (4). ამათ გარდა გამოიყო კიდევ სამი კატეგორია – სახელმწიფო სამმართველო კატეგორია და საზოგადოებრივი სამმართველო კატეგორია და საპროექტო ორგანიზაციები – თითოეულის ჩართულობა  იყო 3-ის ტოლი (იხ. ცხრილი და დიაგრამა 2).

 

საქმიანობის ხასიათის მიხედვით აქტუალურია საფინანსო/კომერციული ორგანიზაციების მონაწილეობა კონსულტირების პროცესში – 9. ასევე შედარებით აქტიურები იყვნენ სამმართველო და საზოგადოებრივი ხასიათის ორგანიზაციები – 5-5. დაბალი ჩართულობით გამოირჩეოდნენ პროფესიული ხასიათის ორგანიზაციები, როგორიცაა, მაუწყებელი ან წყალ-მომარაგების მარეგულირებელი – 2. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეცნიერო  ორგნიზაციების ჩართულობის მაჩვენებელი საპარლამენტო კანონშემოქმედებით პროცესში, რაც ჩვენი კვლევის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა. იგი ნულის ტოლია. შესაძლოა, რომელიმე დარგობრივი ექსპერტის ან მსოფლიო ბანკის ექსპერტის მოხსენიებაში იგულისხმებოდეს სამეცნიერო სახიათის კონსულტირებაც, მაგრამ, უფრო სავარაუდოა, რომ ესენი არიან სტრუქტურულ ფორმალური, ფუნქციური ხასიათის სპეციალისტ-ექსპერტები, რაც სრულებითაც არ მიუთითებს საკითხების მეცნიერულ შესწავლაზე (იხ. ცხრილი და დიაგრამა 3).

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პირობებში, როდესაც ცვლილებები როგორც მთლიანად ქვეყნის, საზოგადოების, ასევე ცალკეული დარგების შიგნით, სამმართველო და საჯარო სფეროებში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ინოვაციურ კონსულტირებას სათანადოდ უნდა ექცეოდეს ყურადღება, როგორც საკითხის წინასწარი მომზადების, ასევე მისი გნხილვისა და შეფასების პროცესში. კონსულტირების მხოლოდ სტრუქტურულ სამოხელეო მომსახურების იმდეზე დატოვება, მეცნიერების აქტიური მოხმობის გარეშე,  არ იქნებოდა გამართლებული.

(ცხრილი 1)

სულ კანონპრ. საერთო რაოდ. სულ კონსულტაცია როდესაც ინიციატორია: საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტის დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიცია* (**)
მთავრობა კონსულტაცია პრეზიდენტი კონსულტაცია პარლ. დეპუტი კონსულტაცია 2 ოპოზ. ფრაქცია 2 ოპოზ. ფრაქც.
107 13 71 12 1 0 26 1 7 0
***100% 12,1% 66.4% 11,2% 0,9% 0% 24,3% 0,9% 6,5% 0%
* ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები

**ინიციატორებში არ არის ასახული კატეგორია „სხვა“ – 2 კანონპროექტი კონსულტირების გარეშე

*** ყველა პროცენტული მაჩვენებლები დათვლილია  საერთო რაოდენობიდან (107)

 

ცხრილი 1 დიაგრ. 1

analizi 1

_____________________________________________________________

ცხრილი 2,3

2. კონსულტანტი ორგანიზაციის სტრუქტურული კუთვნილება 3. ექსპერტული ორგანოზაციის საქმიანობის  ხასიათი (#)
სახელმწ. საამართვ.  ინფრასტრუქტ. (3) საზოგადოებრ./საჯარო/მმართვსტრუქტურა (3) საერთაშ. ინფრასტრუქტურ (4) ფინანსური /კერძო  / დარგობრივი ინფრასტუქტ. (8) პროექტული კონსულტირება (3) სამმართველო (5) საზოგადოებრივი (5) კომერციული/საფინანსო (9) პროფესიული (2) სამეცნიერო (0)

 

ცხრილი 2, დ-2                                                                      ცხრილი 3, დ-3

 

analizi 2

კანონპროექტების ინიციატორები იყვნენ:

საქართველოს მთავრობა 71
საქ. პარლამენტის კონკრეტული დეპუტატები 26
საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5
საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” 2
აჭარის უმაღლ. საბჭო; პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 2
საქ. პრეზიდენტი 1

 

ხოლო კანონპროექტების შედარებით „მსხვილი“ ავტორები იყვნენ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 24
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16
საქ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7
საქ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 3
საქ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 3
საქ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2
საქ. ენერგეტიკის სამინისტრო 2

 

 

ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსულტირებაში:

საქ.ენერგეტიკის სამინისტრო (2),

ინვესტორთა საბჭო,

მსოფლიო ბანკი,

საქ.საფონდო ბირჟა,

ეკონომიკ. საბჭოს აპარატი (პარლამენტის?),

კომუნიკაციების ეროვნული კომისია,

იუესეიდ,

მაუწყებლობის წარმომადგენელი,

ტრასეკა,

ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო,

სსიპ “საქ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია” (2),

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (2),

ეკონომიკური ზრდის ინიციატივა (ეპი),

პროექტის ექსპერტები,

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები,

სს”ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“,

სს”ენერგო პრო ჯორჯია”,

სს “თელასი”,

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”,

“ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“.

 

პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემია