საბჭოს დებულება

 

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სამეცნიერო – საკონსულტაციო

ეკონომიკური საბჭოს

დებულება

 

თავი 1 

ზოგადი დებულებანი

 

1.1. სამეცნიერო – საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო (შემდგომ – საბჭო ) შექმნილია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან,  კომიტეტის  2016 წლის 22 აპრილის  სხდომის (ოქმი N 14)  რეკომენდაციით,  კომიტეტის  თავმჯდომარის 2016 წლის 19 მაისის განკარგულებით.

საბჭო აერთიანებს შესაბამისი სფეროს რამდენიმე მიმართულების კომპეტენტურ პროეფესიონალებს, მეცნიერებს, როგორც სახელმწიფო,  არასამთავრობო და  უცხოური ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე, ისე ბიზნესის სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს.

1.3. საბჭოს წევრებს განკარგულებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

საბჭოს წევრები არიან მეცნიერები – უმაღლესი სასწავლო  დაწესებულებების,  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქმიანი წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დებულების, საქართველოს  კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

 

 

თავი II

საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანები

2.1. საქართველოში ეკონომიკური განვითარების  მხრივ არსებული  მდგომარეობის  შესწავლა, ანალიზი და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის  რეკომენდაციების,  საკანონმდებლო  წინადადებების,  სტრატეგიული  მნიშვნელობის  დოკუმენტების შემუშავება.

 

2.2. საბჭოს ამოცანებია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში

 

უზრუნველყოს ქვეყნის ეკომომიკური პოლიტიკის საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების, ინოვაციური პოგრამების და პროექტების მაქსიმალური გათვალისწინება, მეცნიერებთან ურთიერთობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება;

ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს  სწორი  ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის მეცნიერულად დასაბუთებაში, ეკონომიკის განვითარების საკითხებზე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტების მომზადებაში და  მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების და გეგმების  შემუშავებაში;

ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის კანონების მიღების და/ან მათში ცვლილებების შეტანისას მრავალმხრივი მეცნიერული ექსპერტიზის განხორციელებაში და მათი განხილვის აუცილებლობის დასაბუთების სათანადოდ წარდგინებაში;

თავის სხდომებზე განიხილოს იმ მეცნიერული კვლევის შედეგები, რომლის დანერგვა დიდ ეკონომიკურ და/ან სოციალურ ეფექტს მისცემს ეროვნულ მეურნეობას, გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკური მმართელობითი საქმიანობის ეფექტიანობას;

ქმედითი დახმარება გაუწიოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელებს მათ მიერ მეცნიერულად დამუშავებული ინოვაციური პროგრამების (რეკომენდაციების) სამართლებრივი აქტების პროექტებად  ჩამოყალიბებაში და საკანონმდებლო ორგანოებში მათი განხილვის აუცილებლობის დასაბუთების სათანადოდ (საპრეზენტაციო  მასალების სახით) წარდგინებაში.

 

 

თავი III

საბჭოს საქმიანობის ფორმები

 

3.1.  თავისი მიზნების მისაღწევად საბჭო: ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავებას;

3.2.თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ღონისძიებათა ეფექტიანი  დაგეგმვისათვის საჭირო ზომების განსახორციელებლად;

3.3.  საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტული პრობლემის   შესწავლისათვის, ან საქმიანობის განსახორციელებლად ქმნის სამუშაო კომისიას/ჯგუფს.

3.4.  უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების პოპულარიცაზიას მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებით.

 

თავი IV

საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და მუშაობის წესი

 

4.1.  საბჭოს შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, აღმასრულებელი მდივანი და წევრები;

4.2. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს თვით  კომიტეტის  თავმჯდომარე;

4.3. საბჭო პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს  მიმდინარე და  პერსპექტიულ  გეგმებს,  რომელსაც  ამტკიცებს  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე;

4.4. საბჭოს დებულებას და შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

4.5. საბჭო არის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში მუშაობისთვის არ იღებენ ფინანსურ ანაზღაურებას;

4.6. საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიების, უმაღლესი სასწავლებლებისა და საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეცნიერ – სპეციალისტები და ავტორიტეტული ექსპერტები.

 

4.7.  საბჭოს თავმჯდომარე:

– იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;

– საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს მუშაობას;

– ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, სხდომის ოქმებს;

– ყოველი ახალი წლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს;

– კონკრეტული საკითხების განსახილველად იწვევს კომპეტენტურ  ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

4.8.  საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ორგანიზებას უწევს სხდომების მომზდებასა და ჩატარებას, უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას, ხელს აწერს სხდომის ოქმებს, აკონტროლებს სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულებას, ხელმძღანელობს საბჭოს სამდივნოს;

4.9. საბჭოს წევრები: გამოთქვამენ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს, იძლევიან  რეკომენდაციებს  ცალკეულ  საკითხებთან  დაკავშირებით: ასრულებენ საბჭოს თავმჯდომარის დავალებებს, მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის მიერ   შემუშავებული საკანონმდებლო  ინიციატივების განხილვაში და  ახალი  ინიციატივების შემუშავებაში;

საბჭოს წევრზე დაკისრებულ ფუნქციების წარმატებით შესრულებლად, საბჭოს სამდივნომ იგი უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ოფიციალური ინფორმაციით: ეკონომიკის სფეროში ახლად მიღებული ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და სხვა უფლებმოსილ პირთა საკანონმდებლო ინიციატივებით, ხელიუფლების წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლების ტექსტებით, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სამინისტროებისა და უწყებების ანალიტიკური სამსახურების მიერ მომზადებული ცნობებით, სტატისტიკური ინფორმაციით და სხვა მასალებით.

ეკონომიკური საბჭოს წევრს უფლება აქვს, საბჭოს მიზნებით გათვალისწინებულ საქმიანობაში  ფართოდ ჩააბას შესაბამისი უმაღლესი სკოლის დოქტორანტები.

4.10. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროებისამებრ, საბჭოს, თავმჯდომარე იწვევს  საკუთარი ინიციატივით;

4.11.  საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა;

4.12. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4.13.  ცალკეულ შემთხვევებში, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით   საბჭოს  სხდომის გადაწყვეტილებები მიიღება ე.წ. ,,გამოკითხვის წესით’’, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. (იხილეთ დანართი)

 

თავი V

საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

 

5.1.  საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ – ტექნიკურ უზრუნველყოფას  ახორციელებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატი.

 

თავი VI

საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა

 

6.1.  საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულებით;

6.2. საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ან დებულების გაუქმება ხდება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  თავმჯდომარის განკარგულებით.

 

 

 

 

დანართი 1

სამეცნიერო – საკონსულტაციო  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

,, გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ი ს   წ ე ს ი თ ’’

(საკითხის განხილვის მიმდინარეობა ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით)

 

  1. ინფორმაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით

საბჭოს გადაწყვეტილება: № ,,_’’   თარიღი ,,__’’  ,,___________’’  2016წ.

განსახილველი საკითხი: (ტექსტი)   _______________________________________

   საკითხი განსახილველად შემოაქვს (ავტორი): _____________________________

გადაწყვეტილების მიღების მოტივი. (ტექსტი)     ___________________________

საკითხის განხილვის ვადა:  ,,      ’’   ,,                  ’’ 2016 წ.

 

  1. I გ ა ნ ხ ი ლ ვ ა

 

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წამოჭრილი:

ა)  შეკითხვა (ტექსტი)  __________________________________________________

ბ)  წინადადება (ტექსტი)   _______________________________________________

გ)  განსხვავებული მიდგომა (ტექსტი)  ____________________________________

 

შენიშვნა:  საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, რედაქციული ხასიათის ჩასწორებები გააკეთოს საბჭოს გადაწყვეტილების პროექტში (დანართების ჩათვლით). ასეთ შემთხვევაში,  ჩაასწორებული  ტექსტი გამოიყოფა ფერით.

 

შემდგომ ეტაპზე, საბჭოს სამდივნო, გადაწყვეტილების პროექტის ავტორთან ერთად განიხილავს საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, სათანადო შესწორებებს შეიტანს  საბჭოს გადაწყვეტილების პროექტში და ხელმეორედ, უკვე დასამტკიცებლად,  დაუგზავნის საბჭოს წევრებს.

 

საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი

(ტექსტი ახალი რედაქციით) _______________________________________________________________

                                             III.  გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საკითხისადმი მხარდაჭერა:

  1. მხარს ვუჭერ წარმოდგენილ პროექტს
  2. თავს ვიკავებ
  3. არ ვუჭერ მხარს წარმოდგენილ პროექტს

საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ხდება   ნაწერის გამუქებით ან ხაზგასმით

 

  1. რეკომენდაცია საკითხის პარლამენტის კომიტეტზე განსახილველად

წარმოდგენილი პროექტისადმი, საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში:

  1. სასურველია, საკითხი განხილულ იქნას კომიტეტის სხდომაზე ტექსტში რაიმე ცვლილებების გარეშე
  2. შესაძლებელია საკითხი განხილულ იქნას კომიტეტის სხდომაზე, ტექსტში გარკვეული ცვლილებების შემდგომ (მიუთითეთ) ___________________
  3. საკითხი შეიძლება განხილულ იქნას კომიტეტის სხდომაზე, ტექსტში საფუძვლიანი ცვლილებების შემდგომ (მიუთითეთ) _________________________
  4. საკითხი ჯერ არ არის მზად, რათა განხილულ იქნას კომიტეტის სხდომაზე
  5. საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე ყოვლად მიუღებელია

საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 1, 4, და 5 შეფასებისას, ხდება   ნაწერის გამუქებით ან ხაზგასმით

 

  1. გადაწყვეტილება საკითხის პარლამენტის კომიტეტზე განხილვასთან დაკავშირებით
  2. მიეცეს რეკომენდაცია
  3. არ მიეცეს რეკომენდაცია

 

საბჭოს წევრი  _________________       თარიღი:   ,,       ‘’    ,,                        ‘’  2016 წ.