საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო – საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილება ,, ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ბიოტექნოლოგიური მიღწევების გავრცელების შესახებ’’.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო – საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილება ,, ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ბიოტექნოლოგიური მიღწევების გავრცელების შესახებ’’.

N 4   2016 წლის 29 ივლისი

  1. ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი (ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე) დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო -საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომელიც იმუშავებს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ბიოტექნოლოგიური მიღწევების  გავრცელების ხელშემწყობ ღონისძიებების დაგეგმვასა  და შესაბამის სამეცნიერო – ტექნოლოგიურ პროგრამის მომზადებაზე.
  2. სამუშაო ჯგუფმა, მიმდინარე წლის ბოლომდე მოამზადოს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმის  პროექტი საქართველოში ბიოტექნოლოგიური ცენტრის  ორგანიზების შესახებ.
  3. საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე სამეცნიერო დიკუსიების (გულახდილი დიალოგის) გამართვა ცნობილ მეცნიერ – სპეციალისტთა მონაწილეობით და  მიღებული რეკომენდაციების ფართოდ განსაჯაროება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და სოციალური ქსელის მეშვეობით.
  4. ინფორმაცია აღნიშნული საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ განთავსდეს ეკონომიკური საბჭოს ვებ – პორტალზე ecopolitics.ge
  5. ანალიტიკური ხასიათის მასალები გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში ,,ეკონომიკური პოლიტიკა’’.
  6. ინფორმაცია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად იქნას მოსმენილი  ეკონომიკური საბჭოს  სხდომებზე

 

საბჭოს თავმჯომარე                                                            გიორგი თოფაძე

აღმასრულებელი მდივანი                                                ზურაბ ჯიბლაძე