საბჭო



1 საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს თვით კომიტეტის თავმჯდომარე;


2 საბჭო პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;


3 საბჭოს დებულებას და შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;


4 საბჭო არის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში მუშაობისთვის არ იღებენ ფინანსურ ანაზღაურებას;


5 საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს რეკომენდაცია გაუწიოს საბჭოს რომელიმე წევრს ან მოწვეულ ექსპერტს არასამთავრობო სექტორში მოზიდული გრანტებიდან ფინანსური ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე;


6 კომიტეტის თავმჯდომარეს კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში შეუძლია ექსპერტ- კონსულტანტებს გაუფორმოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები;


7 საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების, უმაღლესი სასწავლებლებისა და საზოგადოებრივ - პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეცნიერ - სპეციალისტები და ავტორიტეტული ექსპერტები.

კომიტეტის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   ქალაქი თბილისი 19 მაისი 2016 წელი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე და 54 მუხლებისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2016 წლის 22 აპრილის სხდომაზე მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის განმტკიცების, ეკონომიკური პროცესების საკანონმდებლო რეგულირების დახვეწისაკენ მიმართულ საქმიანობაში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების უკეთ გათვალისწინების მიზნით, კომიტეტთან შეიქმნას სამეცნიერო - საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო.





შემადგენლობა